Monday, March 15, 2010

პროექტის სახელი: გენმოდიფიცირებული პროდუქტები
პროექტის მოკლე აღწერა: თანამედროვე გენურ ინჟინერიაში დაგროვილი ცოდნის გაცნობა, გაანალიზება. მისი გამოყენების პერსპექტივები. გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პროექტის სრული აღწერა:
1. მოსწავლეების მიერ ინფორმაციის შეგროვება გენურ ინჟინერიში დაგროვილი ცოდნის მნიშვნელობაზე და მისი გამოყენების პერსპექტივებზე. რა ვიცით გენური ინჟნერიის შესახებ?
2. ისტი–ის გამოყენებით გენმოდიფიცირებული პროდუქტების სლაიდების მოძიება.
3. მოსწავლეების მიერ სტატისტიკური მონაცემების მოპოვება გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
4. ანკეტური გამოკითხვების ჩატარება, მოსახლეობის დამოკიდებულების დასაფიქსირებლად, თუ რამდენად მიზანშეწონილია გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა საქართველოში. სურთ თუ არა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირების შესახებ კანონი ამოქმედდეს საქართველოშიც, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ.
5. მოპოვებული მასალების შეჯერება და გაანალიზება, საუკეთესო წინადადებათა პაკეტის შექმნა.

მოსწავლეთა ასაკი 15–16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლაში: მოსწავლეების ჯგუფებად გადანაწილება. შესაბამისი დავალებების მიცემა. ანკეტური გამოკითხვა, მასალების მოძიება ისტ–ის საშვალებით, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება.
სასრგებელი სხვებისათვის: დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ გენური ინჟინერიის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე. დაიცვან და უზრუნველყონ საკუთარი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშრი: ბიოლოგია და ინფორმაციული ტექნოლოგიები.